spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

 

“დასრულდა განაცხადების მიღების პროცესი. განაცხადი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თსუ-ის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა. ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20 ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

 

გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე 7 ოქტომბერს მიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები