spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

 

“ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 28 ადამიანი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

 

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები