საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.
ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.