spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია

ძალიან თამამი ნაბიჯია, რომ ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ სწორედ ხერსონის მიმართულებით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“ჩვენები გადავიდნენ მასობრივ შეტევაზე ხერსონის ოლქში ნოვოკახოვსკის მიმართულებით. ნოვოკახოვკაში არის ყირიმის წყლით მომარაგების რეზერვუარი, რის გამოც ის თავიდანვე იყო რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ომში და ასევე მთავარი დამაკავშირებელი გადასასვლელი დნეპრის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის. 

 

ძალიან თამამი ნაბიჯია, რომ ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ სწორედ ხერსონის მიმართულებით. ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია. ველით კარგ ამბებს. 

 

პუტინის პირადი პატიმარი”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები