თეირანის ყველაზე დიდ ევინის ციხეში, სადაც პოლიტპატიმრები იმყოფებიან, სროლა და ხანძარი იყო.
“როიტერი” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილზე სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. გადაკეტილია ევინისკენ მიმავალი გზებიც.
როგორც Iran International წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძრის გამო ციხიდან მცველების ნაწილი გაიქცა.
ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაპირისპირება კრიმინალებს შორის მოხდა და ხანძარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.