spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს 13 ოქტომბერს გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის 10 ადამიანის დაჯილდოვებისკენ მოუწოდებს

თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია პრეზიდენტს მიმართავს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში გამოჩენილი გმირობისთვის 10 ადამიანი დაჯილდოვდეს.

 

“თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილდოვდნენ:

 

1. მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ბავშვები;

 

2. სასწრაფოს უფროსი ექიმი მარი მამუკიშვილი;

 

3. სასწრაფოს უმცროსი ექიმი ლექსო დარასელია;

 

4. სასწრაფოს უმცროსი ექიმი გიორგი ჭანტირიძე;

 

5. სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა კაჭარავა;

 

6. სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა დევდარიანი;

 

7. კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” ექიმი დავით ციბაძე;

 

8. სასწრაფოს უმცროსი ექიმი რუსუდან მაზმიშვილი;

 

9. სასწრაფოს მძღოლი კახაბერ გაბრელიანი, რომელმაც საკუთარი ზურგით ატარა ბავშვები სასწრაფომდე;

 

10. მოქალაქე მეგი ბანცაძე, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ბავშვებს პირველადი დახმარება გაუწია და გულის მასაჟს უკეთებდა მათ.

 

ეს ადამიანები არიან გმირები. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი სახელები და გვარები”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები