spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპანტებმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანეს

ოკუპანტებმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანეს, საჰაერო თავდასხმის განგაში რამდენიმე რაიონში გამოცხადდა.

 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ცნობილია დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ.

 

თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

 

აფეთქებებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რაც შეიძლება მალე.

 

”რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასე იქნება“, – წერს ერმაკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები