spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფეთქება კიევში – კორპუსის ნანგრევების ქვეშ ხალხია

რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს კამიკაძე დრონებით დაარტყეს. შედეგად მაღალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. ნანგრევების ქვეშ ხალხია.

 

“დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში კამიკაძე დრონების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამჟამად 18 ადამიანია გამოყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება ორი მცხოვრები. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არიან თუ არა გარდაცვლილები – ვაზუსტებთ ინფორმაციას“, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

 

შს მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები