spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ვეტერანთა დღე აღინიშნა

ბორჯომში ვეტერანთა დღე აღინიშნა.

 

ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება ბორჯომში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაიმართა.

 

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ. 

 

მერის მოადგილემ და ვეტერანებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

 

“დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ვეტერანები, ღვაწლმოსილი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანები. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე”, – განაცხადა მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ.

 

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ვეტერანები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. 

 

ვეტერანთა დღე 17 ოქტომბერს საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები