რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა ისრაელის მიერ გაანადგურებს ამ ქვეყნის ყველა ურთიერთობას რუსეთთან.
ამის შესახებ მედვედევი Telegram-ზე წერს.
“ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის”, – აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, თუ ისრაელი აპირებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაშინ ქვეყანამ “დროა, ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს“.