ჩვენ ვერ გავიზიარებდით სიცრუეს, რაც რეზოლუციის მეოთხე პუნქტში შესწორებაში იყო, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
“ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობა იყო ფასიანი ლობისტების მხრიდან. იმდენად უსუსურები იყვნენ როგორც “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები უკრაინის რადაში, მათ შორის ევროსაბჭოში წარმომადგენლები, ვინც ჰყავთ ფასიანი ლობისტები, რომ ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ხმით მოხდა. წარმოიდგინეთ, 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ადამიანი გამოიძებნა, მათ შორის ხატია დეკანოიძე და მისი შანტრაბა, ვინც იყო ჩასული ევროსაბჭოში. რატომ სამარცხვინო? რადგან იქ ჩაიწერა მეოთხე პუნქტი, სადაც სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა.
ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომელიც უტევს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებდით იმ სიცრუეს, რაც მეოთხე პუნქტში შესწორებაში იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.