მარტო ლენტის გაჭრა, პიარი და პრანჭიაობა არ არის მერიის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მერია პასუხისმგებელია შესრულებელ სამუშაოზე და მათ შორის იმაზე, თუ რომელ კომპანიას დაუკვეთავს ექსპერტიზის შესრულებას.
“კომისიის კომისიის კომისიებს ქმნიან, შემდეგ ექსპერტიზის ექსპერტიზის ექსპერტიზებს, საბოლოო ჯამში, ისე აღმოჩნდება ხოლმე, როცა ტრაგედია მოხდება, პასუხისმგებელი არავინ არ არის.
“გრინსერვისსაც“ ჰქონდა პრობლემები თაღლითობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ათობით მილიონ ლარს ღებულობს. ამ ექსპერტიზის კომპანიამ გააკეთა ვარკეთილის მეტროს ექსპერტიზა, თუმცა მაინც ანდეს ვაკის პარტის შადრევნების ექსპერტიზა, შესაბამისად, ფიცი მწამს მერიის, მაგრამ ბოლო მაკვირვებს. მარტო ლენტის გაჭრა, პიარი და პრანჭიაობა არ არის მერიის პასუხისმგებლობა. მერია პასუხისმგებელია მათ შორის შესრულებელ სამუშაოზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” ჩაუტარა.