spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – ჩვენ მხარს დაუჭერთ გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკონსტიტუციო ცვლილებას

“ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკონსტიტუციო ცვლილებას,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა  დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებული წესი ბევრად სჯობს არსებულ წესს. 

 

“ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენი პოზიცია გვაქვს და ეს დეკლარირებულია, თუ როგორ უნდა იქნას არჩეული და ვის მიერ უნდა იქნას შერჩეული გენერალური პროკურორის კანდიდატურა და კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვამბობთ და გვსურს,  რომ ის იყოს შერჩეული არასამთავრობო სექტორის მიერ, საზოგადოების მიერ და მთლიანად დაცლილი იყოს პოლიტიკისგან, მაგრამ ის ცვლილება, რომელიც დღეს შემოდის კონსტიტუციაში და განუსაზღვრავს შემდგომ ორ პარლამენტს იმას,  რომ გენერალური პროკურორი აირჩეს კვალიფიციური უმრავლესობით, ბევრად ჯობია იმ წესს, რომელიც  დღეს. “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში გაიმართა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს დავუჭერთ აღნიშნულ ცვლილებებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.  

 

პარლამენტმა  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები