უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა.
რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს.
გადაწყვეტილებას 287-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უკრაინა ასევე მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღიარონ ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულად და გამოიძიონ რუსული დანაშაულები იჩქერიაში და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.