spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენს

ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენს.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის ყველა სუბიექტი დაპირებისამებრ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს წარადგენს. 

 

“საპარლამენტო ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენილს საკითხზე. საპარლამენტო ოპოზიციის ყველა სუბიექტი წარვადგენთ დაპირებისამებრ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს, ასევე ქართულ ოცნებას ექნება ვალდებულება და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც,  რომ დარჩენილი კანდიდატურები შვიდამდე შეავსონ და მოხდეს სრულფასოვნად პროცედურის განხორციელება და სახალხო დამცველის შერჩევა პირველსავე მცდელობაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.  

 

სახალხო დამცველობის სურვილი 19 კანდიდატმა გამოთქვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები