spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით 83  ხმით მიიღეს.

 

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის დამატება, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის მსგავსად, ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს.

 

კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები