spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ცუცქირიძე – ამ ეტაპზე მან საერთოდ არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურეობრივი გულგრილობა

ამ ეტაპზე მან საერთოდ არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურეობრივი გულგრილობა, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ  ავჭალის იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდეგ  განაცხადა.

 

ადვოკატის თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე საქმის დეტალებზე სასამართლოზე ისაუბრებს. 

 

“ბატონმა გიორგიმ თავისი უფლებამოსილება და სამსახურეობრივი ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. მას სავარაუდოდ, ედავებიან სამსახურეობრივ გულგრილობას, თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით ბრალის შესახებ დადგენილება და საქმის მასალები არ გადმოუციათ. 

 

რაც შეეხება მის პოზიციას, ამ ეტაპზე მან არ იცის საერთოდ რაში გამოიხატა მისი სამსახურეობრივი გულგრილობა. საქმის დეტალებზე ის სასამართლოზე ისაუბრებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის საქმეზე გუშინ 9 პირი დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები