spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ რომელიმეს გაგვამართლებდნენ, მაგრამ არჩევნებამდე მოვითმენ

სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები ჰქონდათ, – ამის შესახებ ” ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ საკუთარ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა, რომ სასამართლო მას გაამართლებდა.

“სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები ჰქონდათ. ამბობენ, რომ იყო სპეცოპერაცია, მაგრამ კამერით არ იღებდნენ, იმიტომ, რომ თურმე, კამერა გაფუჭებული იყოო. სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი, რატომაც კეთდება ეს – იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვიშალონ საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, რომ არ ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე, გაჭირვებაზე, იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას 14 მილიარდი ევროს დახმარებას აკარგვინებს, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ ყველაფერზე საუბრის ნაცვლად, დაგვატარებენ სასამართლოებში, ზოგს ჯარიმებს გვიწესებენ, ზოგს  აპატიმრებენ, მაგრამ მთავარი არის, 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი. არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ რომელიმეს გაგვამართლებდნენ, მაგრამ არჩევნებამდე მოვითმენ”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას, სადაც ირაკლი ნადირაძეც დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები