spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ვატყობ, იქნება მძიმე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების ნაწილი უკვე მიღებულია, თუმცა მოწამლულია თუ არა მესამე პრეზიდენტი, ამის შესახებ ცნობილი ჯერ არ არის. 

 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.   

 

“ბატონი გოლდსმიტის და ბატონი კობის დასკვნები უკვე მიღებულია, ასევე მიღებულია ჟენევიდან გაეროს ექსპერტის დასკვნა, მძიმე სურათია, არის ბევრი ისეთი დიაგნოზი, რომელიც აშკარად საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს და არის ისეთი დიაგნოზები, რომელიც ვერ განიკურნება სრულად. 

 

ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ვატყობ, იქნება მძიმე. ამიტომ სასამართლომ წესით უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.  რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად დავამტკიცებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები