spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, არ დაგვტოვოთ მარტო ბრძოლაში, თორემ ჩემი სიცოცხლე თქვენ დაგბრალდებათ”

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურნენ.

“არ მეგონა, რომ ამ განცხადებას ისე გააკეთებდით, რომ ჩვენ მშობლებს არ შეგვხდებოდით. მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ჩვენ სხვანაირი ინტერესით არ დაგვდგომია. მე ვარ “ქართული ოცნების” წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით. მე ჩემივე მაჟორიტარს ვთხოვე დახმარება, მე ვინც დამეხმარებოდა, ის მინდა, რომ იყოს ჩემი მეგობარი. როგორ გგონიათ, ჩვენ მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ.

მე არ ვთვლი ამ პასუხს უარად, მაგრამ ვთვლი უღირსად თავს, ყველა დედა და ყველა მშობელი, რომ თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ უამრავი წერილის, თხოვნის მიუხედავად და მოუსმინეთ იაშვილის კლინიკის ექიმს, ავტორიტეტს, რომელიც პირველი აწერდა წერილზე ხელს, რომ ეს მედიკამენტი არის უსაფრთხო და ეფექტური და ეს დევს ჯანდაცვის მინისტრის მაგიდაზე და რომელიც სთავაზობდა იაშვილის კლინიკას რომ დაეხმარებოდა ამ ბავშვებს მულტიდისციპლინური საბჭოს შექმნის შემდეგ მათ სამართავად, დღეს ის ჩვენი პირველი მტერია. მე ვლაპარაკობ ყველა დედის სახელით, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, არ დაგვტოვოთ მარტო ბრძოლაში, თორემ ჩემი სიცოცხლე თქვენ დაგბრალდებათ”, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ამ დროისთვისაც გრძელდება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ და დედებს გვერდით დაუდგნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები