სენატში გიგაური გამოდის, მათიკაშვილი კი არა. სენატში იმ ადამიანებს იწვევენ, ვისაც რეპუტაცია აქვს, ნდობა აქვს და დასავლელი პარტნიორები უჯერებენ. მისასალმებელია, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ისეთი ავტორიტეტი, რომ ამერიკის კონგრესში მოხსენებისას ექსპერტად იყენებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, რომ ისეთ ადამიანებს უსმენენ, ვინც ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სწორ ინფორმაციას მიიტანენ.
“სენატში გიგაური გამოდის, მათიკაშვილი კი არა. სენატში იმ ადამიანებს იწვევენ, ვისაც რეპუტაცია აქვს, ნდობა აქვს და დასავლელი პარტნიორები უჯერებენ. მისასალმებელია, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ ამერიკის კონგრესში მოხსენებისას ექსპერტად იყენებენ. ამერიკამ ან ევროპამ საქართველოში რა ხდება, გიგაურის გარეშე არ იცის? საერთაშორისო დამკვირვებლები, საერთაშორისო დაზვერვა ან საელჩოები არ არსებობს, რომლებიც ხედავენ, პოლიტიკურ ლიდერებს როგორ სცემენ? ამას გიგაურის მიერ სენატში მისვლა და მოხსენება სჭირდება? რომელი საუკუნეა? კარგია, რომ ისეთ ადამიანებს უსმენენ, ვინც ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სწორ ინფორმაციას მიიტანენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
დღეს ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება. მომხსენებლებს შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იქნება.