spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – ერთ-ერთი მწვავე საკითხად კვლავ რჩება სასამართლოების გადატვირთულობა

ერთ-ერთი მწვავე საკითხად კვლავ რჩება სასამართლოების  გადატვირთულობა, – ამის შესახებ “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა და სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებს, რისი შედეგიც წლობით განუხილველი საქმეებია. 

 

“ერთ-ერთი მწვავე საკითხი არის სასამართლოების  გადატვირთულობა, რომელთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებს. მაშინ როდესაც მოსამართლეები გადაჰყავს თბილისში ან თბილისთან ახლოს მდებარე სასამართლოებში, არ იღებს მხედველობაში ადგილობრივ საჭიროებებს. 

 

მოსამართლეების არასაკმარისი რაოდენობა იწვევს საქმეების გაჭიანურებას და რაც რა თქმა უნდა, მწვავედ აისახება მოქალაქეებზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები