სამტრედიაში 23 წლის გოგონა გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ლანა დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა.
გოგონა ბინაზე გაეწერა, მოგვიანებით კი სისხლდენა დაეწყო, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, მდგომარეობის გართულება საკვებმა გამოიწვია.
კლინიკა “გიდში” განმარტავენ, რომ ლანა დარჯანიას ოპერაციამდე ჩაუტარდა კვლევები და ანალიზები ნორმაში იყო. ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.