თბილისის მეტროში დროებითი შეფერხების მიზეზი ლიანდაგებზე მამაკაცის ჩავარდნა გახდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს და მეტრო მუშაობას მალე განაახლებს.
“საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოხდა.