მსოფლიო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაამყაროს თავისი მშვიდობა, რადგან რუსებმა ეს სიტყვა არ იციან და პირიქით იქცევიან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“რუსებმა არ იციან რას ნიშნავს მშვიდობა, ისინი ყველაფერს პირიქით აკეთებენ. უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინელები გადაწყვეტენ”, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, სამომავლოდ, რაღაც მომენტში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.