spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე ეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. შენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები, წესრიგდება სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2023 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

სტადიონს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები