spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ერზერუმის მერიისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები ესტუმრნენ

სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზერუმის მერიისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

 

დელეგაციას ბორჯომის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წევრებმა უმასპინძლეს. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დაბა ბაკურიანის, როგორც სამთო კურორტის განვითარების პერსპექტივებზე, მის სპორტულ პოტენციალზე, ამ კუთხით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, შეხვედრის დასასრულს მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიურ ფაზაში გადასვლაზე შეთანხმდნენ. 

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “ბორჯომის“ წარმოების პროცესს გაეცნენ. 

 

დელეგაციის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ ბაკურიანში, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენთან კობა წაქაძესთან, მათ მასპინძლობა თავად სპორტსმენმა გაუწია, დაათვალიერებინა სახლ-მუზეუმი და მისი მიღწევები გაანცო. სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში ბორჯომ-ბაკურიანის ღირსშესანიშნაობები და ახალციხეში რაბათის ციხე დაათვალიერეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები