spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შაჰინი – “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ეს მონაპოვარი გადაყაროს და წყალს გააყოლოს

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ, არა კარგი ამ კანონის მიღებით და  ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები დადებითად განვითარდეს, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მან მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

“ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.  საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი ამ კანონის მიღებით და  ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასე დიდ საქმეს აკეთებენ. სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიცია არ ეთანხმებიან  პრემიერს. როგორც ბატონმა რიშმა თქვა, უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიტომ, რომ  ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და საქართველოს მთავრობას, “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ეს მონაპოვარი გადაყაროს და წყალს გააყოლოს”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები