spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – აშშ-დან ყოველდღე ველოდებით ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას

მიხეილ სააკაშვილისათვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების  რეკომენდაცია “ვივამედის” კლინიკის ექიმისგან 25 მაისს  გაიცა, თუმცა ამ ტიპის შემოწმება მას აღარ ჩატარებია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას აშშ-დან უახლოეს დღეებში ჩამოვა.

 

“ველოდებით ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის  დასკვნას, რომელიც აშშ-ში დაწყებულია და ყოველდღე ველოდების მის პასუხს. 

 

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების რეკომენდაცია “ვივამედის” კლინიკის ექიმისგან გაიცა, თუმცა ექსპერტიზა და ამ ტიპის შემოწმება მას მთელი ამ დროის განმავლობაში არ ჩატარებია. ეს ჩაიკარგა შემდეგ საქმის მასალებში. მას შემდეგ, რაც მე ჩავერთე პროცესში, დავუკავშირდი ექიმს და მან მითხრა, რომ აუცილებელია ამ კვლევის ჩატარება. ბევრი ნევროლოგიური პრობლემა შეიძლება გამომდინარეობდეს აქედან“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.   

 

საწინააღმდეგოს აცხადებს “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. 

 

მისი თქმით, ასეთი კვლევის ჩატარების მოთხოვნა არ ყოფილა. 

 

“შეიძლება გადავამოწმეთ ვიტამინების შემცველობა სისხლში, თუ ამას გულისხმობს. ვერ ერკვევა ადამიანი მედიცინაში და აკეთებს სრულიად  გაუმართლებელ დასკვნებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები