ეს არის სავარაუდო დანაშაული, ამას სჭირდება გამოძიება. მობრძანდით, შემოავლეთ ყვითელი ლენტი აქაურობას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომელიც საკრებულოს დეპუტატებთან ერთად თბილისის მერიის სპორტულ ცენტრთან იმყოფება, სადაც ბავშვები აუზში ქლორით მოიწამლნენ.
თბილისის საკრებულოს წევრების განცხადებით, აპირებენ შეისწავლონ სავარაუდო დანაშაული და წყლის ნიმუშების აღებას ითხოვენ.
“ეს არის კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, ამას სჭირდება გამოძიება. მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მობრძანდით, შემოავლეთ ყვითელი ლენტი აქაურობას და დაიწყოს გამოძიება.
მე, როგორც სარევიზიო კომისიის წევრი ვაპირებ შევიდე აღნიშნულ აუზზე, ავიღო წყლის ნიმუშები და შემდეგ მას ჩავუტარო ლაბორატორიული კვლევა. წყალი თუ იქნა გაშვებული და თუ ის წყალი არ დაგვხვდა, სადაც ბავშვები მოიწამლნენ, ეს ნიშნავს, რომ მტკიცებულებები არის განადგურებული, ამაზე კიდევ ცალკე გამოძიებაა დასაწყები“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.