spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება არჩევნებამდე პერიოდში, ყველანაირ სცენარს განვიხილავ

არ ვუყურებ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება არჩევნებამდე პერიოდში, ყველანაირ სცენარს განვიხილავ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მოსალოდნელი სცენარების შესაძლო განვითარებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები სანქციებსა და ყადაღას არ შეუშინდებიან.

“არ ვუყურებ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება არჩევნებამდე პერიოდში, ყველანაირ სცენარს განვიხილავ, დაწყებული იქიდან, რომ შეიძლება, საქმიანობა შეჩერდეს, შეიძლება, დაგვაყადაღონ, დაგვასანქცირონ, არ იქნება მარტივი გზა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ გავაკეთეთ კოალიციური დაკვირვება, რომ ჩვენ ვცდილობთ, დავაზღვიოთ ყველა ეს რისკი, იმიტომ, რომ თუ 5 ორგანიზაცია დაიხურა, ან შეჩერდა მათი საქმიანობა, იქნებიან სხვები, ვინც ამას გააგრძელებენ. არანაირი სანქცია და ყადაღა ჩვენ არ შეგვაშინებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ იდეისთვის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები