უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო სააგენტო და არა პრემიერ-მინისტრის “კუდი“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსს პრემიერი დანიშნავს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება.
“იდეა, რომ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს ბიუროს ხელმძღვანელს, ეს ნიშნავს ვერტიკალზე დაქვემდებარებული კიდევ ერთი სააგენტოს შექმნას, რომელიც ევროპული რეკომენდაციის შესრულებას მხოლოდ ფასადურად ემსახურება, და არა ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო სააგენტო და არა პრემიერ-მინისტრის “კუდი“, რომელიც არასდროს და ვერასდროს ვერ აიმაღლებს ხმას იმ დანაშაულებზე, რასაც ხელისუფლების ნებისმიერი რგოლი ჩაიდენს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-4 პუნქტს წარმოადგენს.