spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში,  რუსთაველის  N 5-ში საცხოვრებელი სახლები  სახურავის მასალა შეიცვალა, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიას N 2-ში სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით სოფელ ყვიბისში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.

 

პროექტი შესასრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 335 055 ლარი  გამოიყო. სამუშაოები  შპს “სანიმ“ განახორციელა.

 

“ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის პროგრამა რამდენიმე წელია, ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები