თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია. საქმე ეხება 2020 წლის არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტს, როცა დიღომში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მყოფმა, “ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ მას აგენტ-პროვოკატორები მიუგზავნა და დაპირისპირების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმავე დღეს საქმე ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე აღიძრა, თუმცა ახლა საქმე რადიკალურად შეიცვალა და უწყება ბრალდებულად კუპრავას ცნობას გეგმავს.
ზვიად კუპრავას განცხადებით, “ქართული ოცნება“ მას ყველა მეთოდით ებრძვის.
“აღნიშნულ საქმეში შსს-მ, მინისტრის მოადგილემ პრაქტიკულად მაღიარა დაზარალებულად. დღეს იმავე საქმეში დაზარალებული ბრალდებულის პოზიციაში აღმოვჩნდები. ამის მიზეზია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩემი აქტიურობა, ძალიან აქტიურად ვითხოვდი და ვითხოვ კალაძის გადადგომას, ასევე ზიზღი და ანტაგონიზმი ირაკლი შოთაძის, რომელმაც ვერ დაივიწყა, ის რომ 2018 წელს მას მოუწია თანამდებობის დატოვება. ის ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მე ვიყავი და შესაბამისად, ეს არის მისი შურისძიების მცდელობა“, – განაცხადა კუპრავამ.