spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გუგავა – ეროვნული ხსნის კომიტეტი უნდა შევქმნათ და დავდგეთ ქუჩაში

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის ფორმატი, რომელიც გვქონდა, ეროვნული ხსნის კომიტეტი უნდა შევქმნათ და დავდგეთ ქუჩაში, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან. რაც შეეხება “პროევროპულ გაერთიანებას”, გუგავას თქმით, მისი ლიდერები ხშირად თავად არღვევდნენ შექმნილ გაერთიანებებს. 

 

“ოპოზიციამ ის უნიკალური ერთობა,  რომელიც შექმნილი იყო, პირობა დადებული იყო ხალხის წინაშე  ბოიკოტირების შესახებ, ვაღწევდით ახალ არჩევნებს, დაარღვია. ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, საზეიმო რიხით შევიდნენ პარლამენტში, შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო,  თავზე გადაახიეს ეს დოკუმენტი. შემდეგ იმით დაიიმედეს თავი, ახლა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ თუ არა, როგორ გავჩერდებით აქ, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიო. ეს გეგმაც ჩაფლავდა, ახლა ეკიდებიან 12-პუნქტიან გეგმას, ესეც ჩაფლავებულია. 

 

გამოსავალი არის მრავალგზის ნაცადი ხერხი.  მზად ვართ, მიუხედავად ძველი წყენებისა, აღვადგინოთ ის ფორმატი, რომელიც გვქონდა. დავივიწყოთ, რომ პარლამენტში არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც ხმა აქვთ მიცემული “ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვისათვის, ამისთვის საჭიროა უარი თქვა პრივილეგიებზე, გამოხვიდე პარლამენტიდან, საკრებულოებიდან. ეროვნული ხსნის კომიტეტი უნდა შევქმნათ და დავდგეთ ქუჩაში. ასეთ დროს გამოგვყვებიან ჩვენი მოქალაქეები. სხვა გზა არ არის, 

 

რაც უნდა გაერთიანდნენ, თან მათ ბიოგრაფიებს, ვინც დღეს ერთიანობაზე საუბრობს, რომ გადახედოთ, ერთ კვირაში ერთიანდებოდა, მეორე კვირაში შლიდნენ“, – განაცხადა გუგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები