“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზვიად კუპრავას სასამართლომ 3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოითხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არსენ კალატოზიშვილის განმარტებით, საქმეში პატიმრობის გამოყენების სანართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ზვიად კუპრავას განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმის აბსურდულობიდან გამომდინარე მიიღო.
“მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმიტომ მიიღო, რომ ჩაიხედა და ნახა, რომ საქმე არის შეკერილი. ქალზე მეუბნებიან, გულ-მკერდში ხელი ჩაარტყი და 5 საათი თურმე სუნთქვა ქონია შეჩერებული. წითელ წიგნშია ეს პიროვნება შესაყვანი“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქმე 2020 წლის 31 ოქტომბერს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარ ძალადობის ფაქტს უკავშირდება.