spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – 26 ოქტომბერს ოპოზიციის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთანავე, ჩვენ გვექნება წვდომა იმ 14 მილიარდზე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ  26 ოქტომბერს ოპოზიციის, ქართველი ხალხის  გამარჯვებისთანავე, დიახ, ჩვენ გვექნება წვდომა იმ 14 მილიარდზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 14 მილიარდით საქართველო მიაღწევს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

“მათ არ უნდათ, რომ 14 მილიარდი მიიღოს საქართველომ და მისმა მოქალაქემ. ასევე, არ გააჩნიათ არც კომპეტენცია და უნარი ამ 14 მილიარდის სათანადოდ გამოყენების. პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი კოალიციის, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ  26 ოქტომბერს ოპოზიციის, ქართველი ხალხის  გამარჯვებისთანავე, დიახ, ჩვენ გვექნება წვდომა იმ 14 მილიარდზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, დაბლოკილია საქართველოს მოქალაქეებისთვის “ქართული ოცნების”  ანტიქართული და ანტიეროვნული ქმედებების გამო. დიახ, 14 მილიარდით საქართველო მიაღწევს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, დიახ, ქართული სოფელი მიიღებს 1 მილიარდიან ევროკავშირის სუბსიდიას სოფლის მეურნეობისთვის. დიახ, სტუდენტებისთვის აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებლები -კამპუსები”,  – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები