თუ ჩვენ დაგვრჩება ეს კანონი, ვერ წავალთ ევროკავშირისკენ, არჩევანი არის ევროკავშირისკენ წასვლა, შესაბამისად, კანონი და მისი ავტორი ამ ქვეყანაში 27 ოქტომბრიდან აღარ იქნება ხელისუფლებაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავარი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს.
“თუ ჩვენ დაგვრჩება ეს კანონი, ვერ წავალთ ევროკავშირისკენ, არჩევანი არის ევროკავშირისკენ წასვლა, შესაბამისად, კანონი და მისი ავტორი ამ ქვეყანაში 27 ოქტომბრიდან აღარ იქნება ხელისუფლებაში.
სანქციები და ასე შემდეგ, ეს თვითონ უნდა გამოაცხადოს ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა და უკვე ასეთი განცხადებები კეთდება, მაგრამ გადაწყვეტილება არის ჩვენზე და ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ 26 ოქტომბერს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.