spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში, – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი ინტერესია, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში.

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში. ჩვენ ავირჩევთ ევროკავშირს, კეთილდღეობას და მოლაპარაკებებიც ძალიან მალე გაიხსნება ევროკავშირთან. ამისთვის ვემზადებით ყველანი, ძალიან მოტივირებულები ვართ და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები,  ეს არის ის, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავალში  ევროკავშირისკენ”, – განაცხადა  ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები