ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენთვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზადაა, დოკუმენტურად, პირდაპირ ეთერში აჩვენოს საზოგადოებას რომელ ფონდებზეა საუბარი.
“ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენთვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო. სახელობითად ჩამოგითვლით ყველა ფონდს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ის თანხა მოვიტანოთ და თუ თქვენ არ გეშინიათ სიმართლის და თუ თქვენ არ ბლოკავთ 14 მლრდ ევროს, მე მოვიტან ყველა იმ ფონდის დასახელებას, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია, 14 მლრდ ევროს მოზიდვა. 14 მილიარდი ევრო, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნაში, წარმოებების შექმნაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და ყველა სოციალური მიმართულებით შეიძლება გამოყენება.
მზად ვარ, დოკუმენტურად, პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას რომელ ფონდებზეა საუბარი იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მატყუარა ადამიანები, უფრო მეტიც, დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით, თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს, ეს არის თქვენი სიყალბის ხელწერა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.