თბილისში, ხარფუხის #5-ში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. იტალიურ ეზოში ორსართულიანი შენობა სრულად არის ჩამონგრეული, ნანგრევებში კი ტრაქტორია მოყოლილი.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნგრევა მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას მოყვა და ნგრევა შესაძლოა, სამშენებლო ნორმების დარღვევას უკავშირდებოდეს.
ადგილზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.