spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 49 ადამიანი გაათავისუფლა

13 სექტემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი  გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებში შესაძლებელი გახდა 49 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათ შორის არიან “აზოვსტალის” დამცველები.

“49 უკრაინელი უკვე სახლში, ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები, ასევე ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მათ შორისაა ლენია უმეროვა, გოგონა, რომელიც რუსებმა მძევლად მაშინ აიყვანეს, როცა ის ავადმყოფი მამის მოსავლელად მივიდა.

“ჩვენ ასევე მოვახერხეთ “აზოვსტალის” კიდევ რამდენიმე დამცველის გათავისუფლება. უკვე სახლში უკრაინის გმირი, სამხედრო ექიმი ვიქტორ ივჩუკიც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც საკოორდინაციო შტაბში აღნიშნეს, ეს გაცვლა განსაკუთრებულია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პირველად ტყვეობიდან 23 ქალი გაათავისუფლეს.

მისივე ინფორმაციით, ყირიმელი აქტივისტი ლენია უმეროვა რუსებმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას გასული წლის გაზაფხულზე დაატყვევეს.

გათავისუფლებულთა შორის იყო 23 ჯარისკაცი და სერჟანტი, ასევე 19 ოფიცერი.

მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 3569 უკრაინელი ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. 13 სექტემბერს სამხედრო ტყვეების 56-ე გაცვლა შედგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები