spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

NYT – კიევი ელექტროენერგიის სრულად გათიშვის შემთხვევაში სრულ ევაკუაციას გეგმავს

The New York Times-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში კიევში სრული ევაკუაცია იგეგმება. ქალაქიდან 3 მილიონი ადამიანის გაყვანას აპირებენ.

 

მისივე ცნობით, დედაქალაქის ხელისუფლება გაფრთხილებულია, რომ მინიმუმ 12 საათით ადრე მიიღებენ შეტყობინებას, რომ ქსელი გათიშვის პირასაა.

 

კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი რომან ტკაჩუკი გამოცემასთან აცხადებს, რომ თუ საქმე ნამდვილად აქამდე მივა, მაშინ ქალაქი ევაკუირებული იქნება.

 

“ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს მსგავს თავდასხმებს, შეიძლება დავკარგოთ ელექტრომომარაგების მთელი სისტემა. თუ არ იქნება ელექტროენერგია, არ იქნება წყალი და კანალიზაცია. ამიტომ, ახლა მთავრობა და ქალაქის ადმინისტრაცია იღებენ ყველა შესაძლო ზომას ჩვენი ელექტრომომარაგების სისტემის დასაცავად“, – აცხადებს ტკაჩუკი.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ დიდი რაოდენობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვოს კიევი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები