გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და მამაკაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა.
33 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაიღუპა.