spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – დროული ჩარევა თუ არ მოხდა, ეს გამოიწვევს მის სიკვდილს

ნებისმიერ წუთს შეიძლება განვითარდეს ცუდი მოვლენები, იმდენად რთულია დიაგნოზი, –   ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამერიკელი ექსპერეტების მიერ მესამე პრეზიდენტისათვის მძიმე  დიაგნოზები დაისვა, თუმცა უცნობია,  რა გახდა მათი გამომწვევი მიზეზი. 

 

“თავის ტვინზე აღინიშნება საკმაოდ სერიოზული დარღვევები, უფრო მეტიც,  დასმულია საგანგაშო დიაგნოზები ამერიკელი ექსპერტების მიერ, რაც ამდენ ხანს ქართველი ექიმებისა  და ექსპერტების დასკვნაში არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად,  დღის წესრიგში დადგა,  გაირკვეს,  რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. იმდენად რთული დაავადებები უფიქსირდება სააკაშვილს, წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი, ასე მოკლე დროში ჩვეულებრივ საპატიმრო პირობებში განვითარებულიყო.  დაბალი სიცხეები, გადადგილების პრობლემა, ფერი სახეზე, მეხსიერების პრობლემები, მეტყველების შენელება და სხვადასხვა  სიმპტომატიკა, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია. ძალიან მეეჭვება ეს საქართველოში რამენაირად დადგინდეს. დროული ჩარევა თუ არ მოხდა, ეს გამოიწვევს მის სიკვდილს. ნებისმიერ წუთს შეიძლება განვითარდეს ცუდი მოვლენები, იმდენად რთულია დიაგნოზი“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

 

ადვოკატები და ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას და მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გეგმავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები