მთავარი სამიზნე კრიტიკული მედია და ყველა ის ადამიანია, ვინც სიმართლეს საუბრობს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა “ხალხის ძალის“ მორიგი განცხადების შესახებ განაცხადა.
ბოტკოველის განცხადებით, მმართველი ძალისთვის, რომლის განშტოებასაც წარმოადგენს “ხალხის ძალა“, მთავარი ამოცანა ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლაა.
“მათთვის მთავარი პრობლემა არის ყველა ის ადამიანი და ყველა ის ორგანო, რომელიც ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დღეს დაღუპვის პირას არის. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.
ამ შემთხვევაში მათთვის, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე იქნება კრიტიკული მედია, “მთავარი არხი”, “ტელეკომპანია პირველი”, “ფორმულა”, ყველა ის ჟურნალისტი და ის ადამიანი, ვინც რეალურად სიმართლეს საუბრობს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ბოტკოველმა.