spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – გერმანიიდან ჩამოვიდა ლაბორატორიული კვლევის პასუხი, რომელშიც საუბარია ტუბერკულიოზის ჩხირზე, რაც კიდევ საჭიროებს გადამოწმებას

გერმანიიდან ჩამოვიდა ლაბორატორიული კვლევის პასუხი, რომელშიც საუბარია ტუბერკულიოზის ჩხირზე, რაც კიდევ საჭიროებს გადამოწმებას, –  ამის შესახებ Front News-ს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზებზე.  

 

“ტუბერკულიოზი და დემენცია სავარაუდო დიაგნოზებია, გუშინ ვთქვი ერთ-ერთ ეთერში  და ეტყობა,  კარგად ვერ გაიგეს და გაავრცელეს, როგორც დადასტურებული დიაგნოზი. ეს სავარაუდო დიაგნოზებია, კვლევები მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნა როდესაც იქნება, დაახლოებით 18 ნოემბერს, მაშინ გავაჟღერებთ საბოლოო დიაგნოზს. 

 

გერმანიიდან ჩამოვიდა ლაბორატორიული კვლევის პასუხი, რომელშიც საუბარია ტუბერკულიოზის ჩხირზე, რაც კიდევ საჭიროებს გადამოწმებას. ჯერ მუშა პროცესია,  ერთ დღეს ერთ დიაგნოზს რომ იტყვიან ექიმები, მეორე დღეს შეიძლება სხვა დიაგნოზი გამოვლინდეს. მთელი უბედურება ამ საქმის ის არის, რომ მე-6 თვეა 38 გრადუსზე ადის სხეულის ტემპერატურა და მიზეზი ვერ დადგინდა. 

 

მე ვარ ადვოკატი და მყარად ვიტყვი დიაგნოზს, როდესაც ეს იქნება სასამართლო სამედიცინო დასკვნაში ექსპერტების მიერ ხელმოწერილი. გუშინ კიდევ  მოითხოვეს ამერიკელმა ექსპერტებმა რაც კი ანალიზები ჩატარებია, მათი პასუხები, 1500 გვერდზეა საუბარი, ამდენად, ჯერ დადასტურებულ დიაგნოზზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები