spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სასწრაფო წესით საჭიროებს საქართველოდან გაყვანას

სასწრაფო წესით საჭიროებს  საქართველოდან გაყვანას, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება სწორი დიაგნოსტირება, მკურნალობა და რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა. 

 

რაც შეეხება დიაგნოზს, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ კვლევები ჯერ  მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

 

ჯიშკარიანის  თქმით, უცხოელი  ექსპერტების მონაწილეობა კვლევებში ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

“ყველა დაგნოზი საქართველოს კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, არის კონფიდენციური. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო წესით საჭიროებს, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე შემდგომი მკურნალობისათვის საქართველოდან გაყვანას, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება სწორი დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა და რეაბილიტაცია. 

 

ეს ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა საერტაშორისო ექსპერტის აზრი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, როდესაც დასკვნა იქნება მზად,  ის წარედგინება ადვოკატებს, ეს არის კონფიდენციური დოკუმენტი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

ამჟამად მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად  კლინიკა “ვივამედში“ ბრიტანელი ექსპერტი კორნელიუს კატონა იმყოფება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები