თეთრი სახლი არ ელის განცხადებებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინის დარტყმების ნებართვის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება უკრაინისთვის რუსეთის შიგნით შორი დისტანციური დარტყმის შესაძლებლობების მიწოდებასთან დაკავშირებით. არ მოველოდი რაიმე მნიშვნელოვან განცხადებას ამის შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაფრთხილება, რომ ის განიხილავს დასავლეთს კონფლიქტში უშუალოდ ჩართულად, თუ უკრაინა რუსეთის მიმართულებით დასავლეთის წარმოების შორი მანძილის რაკეტებს გაუშვებს. ეს არ არის რიტორიკა, რომელიც აქამდე არ გვსმენია. მან აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია აგრესია, ასე რომ, დიახ, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამ კომენტარებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით.