spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – დევიდ ლი ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმეორებს ზუსტად იგივე ნარატივს, რასაც ავრცელებს “ქართული ოცნება“

დევიდ ლი ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმეორებს ზუსტად იგივე ნარატივს, რასაც ავრცელებს “ქართული ოცნება“, ასე რომ, მისი მხრიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ თავდასხმა  მოულოდნელი არ ყოფილა, –  ამის შესახებ Front News-ს “ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლისა  და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის მიერ  გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კორუფციაში დადანაშაულების საკითხზე განუცხადა. 

 

ფავლენიშვილის თქმით, ავტორიტარული რეჟიმის გზაზე დამდგარ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე თავდასხმა. 

 

“ზოგადად,  ავტორიტარულ რეჟიმებში აპრობირებულია ეს მეთოდი. რუსეთშიც ასე მოხდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ უცხოეთის აგენტებად გამოაცხადეს. ასევე იმ ქვეყნებში,  რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმის გზას ღიად ადგანან,  ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე პროპაგანდისტული მეთოდებითა და სახელისუფლებო საშუალებებით თავდასხმა. 

 

რაც შეეხება დევიდ ლის, ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის აფელირებული ხელისუფლებასთან, არის “ქართულ ოცნების“ ღია მხარდამჭერი, გამოირჩევა მათ შორის სიძულვილის ენით ოპოზიციური სპექტრისა  და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, ასე ყველა იმ თავისუფლების კუნძულის მიმართ, რომელიც შემორჩენილია ჩვენს ქვეყანაში. ის ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმეორებს ზუსტად იგივე ნარატივს, რასაც ავრცელებს ხოლმე “ქართული ოცნება“, ასე რომ, მისი მხრიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ თავდასხმა  მოულოდნელი არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები